არქივი21 აპრილი, 2024, 10:39
რუსეთმა უკრაინა დაბომბა, გარდაცვლილია მშვიდობიანი მოქალაქე
რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი უკრაინსკი დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია 1 ქალი, დაჭრილია 4 მშვიდობიანი მოსახლე.
ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით 21 აპრილს, დილის 8:30-ზე ოკუპანტებმა დასახლებაზე ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემით, სმერჩით მიიტანეს იერიში.
გარდაცვლილი ქალი 82 წლის იყო. დაშავებულთა ასაკი 21-დან 53 წლამდე მერყეობს.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 6 მრავალბინიანი კორპუსი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.