არქივი30 მაისი, 2024, 02:50
რუსეთმა უკრაინას Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენების რაკეტებით დაარტყა
რუსეთის ფედერაცია უკრაინას Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტებით დაესხა თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ოლენიას აეროდრომიდან Tu-95MS ტიპის 4 თვითმფრინავი აფრინდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.