ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინას 1000 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას 1000 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას 1000 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელზე, ვლადიმერ მედინსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად, დღეს უკრაინას უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 ცხედარი გადაეცა“, - განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.
მედინსკის განცხადებით, გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს 19 რუსი სამხედროს ცხედარი გადასცა.
შეგახსენებთ, სტამბოლში 2 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.