რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია – კიევში არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია – კიევში არის მსხვერპლი.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, შევჩენკოს, სოლომენსკის, დნეპრის და დარნიცკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა სახლებსა და არასაცხოვრებელ შენობებში, მათ შორის საბავშვო ბაღში.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა ხარკოვშიც.
„მტერმა ხარკოვზე ღამით 12 დარტყმა განახორციელა“, – წერს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი „ტელეგრამზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო