ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაჭრილები

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაჭრილები

ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა საცხოვრებელ რაიონში მდებარე ავტოსადგომს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიწვა 6 და დაზიანდა 15 ავტომანქანა. აფეთქების ტალღამ დააზიანა 5 სახლი. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას.
ავიადარტყმის შესახებ იუწყება დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ცნობით, კონსტანტინოვკასა და კრამატორსკში დაჭრილია 6 ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.