რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას 180-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს სხვადასხვა ტიპის 91 რაკეტით და 97 უპილოტო საფრენი აპარატით. ეს მონაცემები 28 ნოემბერს, დღის პირველი საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
მისი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებულია 79 რაკეტა და 35 დრონი. კიდევ 62 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკალურად დაიკარგა”.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, რაკეტებით და დრონებით დარტყმა მიმართული იყო ენერგეტიკის ობიექტებზე.
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა 28 ნოემბერს, გამთენიისას დაიწყეს. თავდასხმის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში 11:30 საათზე შეწყდა.
ენერგოობიექტების გარდა, სახლებია დაზიანებული ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკის, ხმელნიცკის და ოდესის ოლქებში. ადგილობრივი ხელისუფლება კიევსა და ხარკოვში საწარმოების დაზიანების შესახებაც იუწყება. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”