რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევისთვის სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მის მიერ ადგილობრივი დროით დილის 11 საათის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემებით, გამთენიისას რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს ქალაქ დნეპრის საწარმოებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან, გამანადგურებელ მიგ-31კ-დან – აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და ვოლგოგრადის ოლქიდან, ტუ-95მს ტიპის ბომბდამშენებიდან – შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
დღეს დილით, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას ხანძარია.
დნეპრის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაც. სხვა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)