არქივი7 აპრილი, 2024, 20:52
რუსეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის წყალდიდობით მოცულ არეალებში
რუსეთის ხელისუფლებამ 7 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის წყალდიდობით მოცულ ადგილებში - იუწყება სახელმწიფო მედია.
წყალდიდობამ, რომელიც მოჰყვა მდინარე ურალის წყლის დონის მატებას, 4000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 885 ბავშვის ევაკუაცია გამოიწვია - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი.
სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ დაიტბორა კიდევ 2000 სახლი, რაც საერთო მონაცემს რეგიონში 6300-მდე ზრდის.
რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი, ალექსანდრ კურენკოვი 7 აპრილს ჩავიდა ორსკში - ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზიანებულ ქალაქში - რათა სამაშველო ოპერაციებს უხელმძღვანელოს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.