რუსეთმა “რადიო თავისუფლება” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის მთავრობამ “რადიო თავისუფლება” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ქმედებით ორგანიზაციის დონორებს, თანამშრომლებს და რესპოდენტებს შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდებებიც წაუყენონ.
“რადიო თავისუფლებას” აქამდე “უცხოეთის აგენტის” სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ახლა კი ის დამძიმდა და “არასუსრველის” სტატუსი მიენიჭა.
“რადიო თავისუფლების” პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა თქვა, რომ ეს არის უახლესი მაგალითი იმისა, თუ როგორ აღიქვამს მიუკერძოებელ ჟურნალისტიკას რუსეთის მთავრობა ეგზისტენციალურ საფრთხედ.
„მილიონობით რუსი ჩვენზე იყო დამოკიდებული ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის, რეკორდული აუდიტორია ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში – და ჩვენი გაჩუმების ეს მცდელობა მხოლოდ გააძლიერებს “რადიო თავისუფლებას” თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შესაქმნელად“, – ნათქვამია კაპუსის განცხადებაში.
„არასასურველი ორგანიზაციის“ შესახებ კანონი 2015 წელს მიიღეს. ეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი რეგულაციაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებისგან იღებენ. მას შემდეგ, “არასასურველის” კალსიფიკაცია ათეულობით უცხოურ ჯგუფს მიუსადაგეს და არასამთავრობო, თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციების ქვეყანაში არსებობა, ფაქტობრივად, აკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)