რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო

რუსეთმა დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„23 დეკემბერს რუსეთმა დაიწყო ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება აფხაზეთისთვის“, – განაცხადა ნანბამ.
მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მილიონი კილოვატ/საათია. კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ეს მოცულობა გათიშვის არსებული გრაფიკით საკმარისი იქნება იანვარსა და თებერვალში.
„ამჟამად, გათიშვის გრაფიკი არის დღე-ღამეში ოთხი საათი, ორი ღამით და ორი დღის განმავლობაში, მოწოდებული ენერგია საკმარისი უნდა იყოს იანვარსა და თებერვალში არსებული გათიშვის გრაფიკით“, – აღნიშნეს ენერგოკომპანიაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან, რის გამოც, ოკუპირებული აფხაზეთი იძულებულია ელექტროენერგია რუსეთიდან შეიტანოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის დღიური ნაკადი აფხაზეთს 15 მილიონი რუბლი უჯდება. ეს თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ ე.წ. მთავრობა გადახდის საშუალებების მოსაძებნად გადაუდებელ ზომებს მიმართავს. ასევე, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით დაწესდა ჩაქრობის რეჟიმი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში