არქივი6 დეკემბერი, 2024, 17:35
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა „რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა.
„რუსულმა მხარემ აკრძალა მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა ბგანბამ.
რუსული მედია წერს, რომ აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 36 000 ტონამდე ციტრუსის იმპორტი იგეგმებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.