არქივი23 დეკემბერი, 2025, 10:53
რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის პორტი დაბომბა. ინფორმაციას ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„თავდასხმის შედეგად დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი“, – წერს კიპერი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.