რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა ქალაქ ოდესაზე

რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება და გათბობა. დროებით დაიხურა 30-მდე სკოლა და საბავშვო ბაღი.
ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა გასული ღამის განმავლობაში ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსალოდნელი იყო რაკეტებით და დრონებით შეტევა და ქალაქის მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდა.
ტრუხანოვის ტელეგრამზე დღეს, 19 თებერვალს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა 14 სკოლა, 13 საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი მიკრორაიონი, სადაც 500-ზე მეტი სახლია.
ოდესის მერის ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ბავშვთა პოლიკლინიკის და ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
სკოლები და საბავშვო ბაღები, რომლებსაც ელექტროენერგია და გათბობა არ მიეწოდებათ, დროებით დაიხურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით