რუსეთმა „ისკანდერებით" შეუტია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქს
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს ორი ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი-კ“. ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა ორივე რაკეტა ჩამოაგდეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ გარეუბანში დააზიანა სახლები და საავადმყოფოს შენობა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.