“რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია” – ჯოზეფ ბორელი

“რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიტანულ “გარდიანთან” ისაუბრა.
ბორელის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაში უკან დახევას და ომში საბოლოო გამარჯვებას გეგმავს. მისივე თქმით, უკრაინის ომში ფსონი ევროკავშირის არსებობაზე დევს.
“შესაძლოა, ახლა არის მომენტი, როდესაც უნდა დავინახოთ დიდი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, რაც ჩვენს დემოკრატიას ემუქრება, ემუქრება ევროპას და არა მხოლოდ უკრაინას. თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ რესურსის მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს გამარჯვების უფლებას, და ასევე, ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, მაშინ ჩვენი პროექტი უფრო დიდ ზიანს მიიღებს,” – განაცხადა ბორელმა.
ის მიიჩნევს, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის დაპყრობით და არ დაუშვებს, რომ უკრაინის მეორე ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, ხანგრძლივი ომისთვის ემზადონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე