ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილ პირთა ნუსხაში ესტონეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასიც აღმოჩნდა, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“.
კალასის ძიების ბარათში მითითებულია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა კონკრეტულად რას ედავებიან ესტონეთის პრემიერს, უცნობია.
„მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა დაავალა თავის უწყებას, „მიხედონ ესტონეთის ხელისუფლებას“, რომელმაც საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟი განახორციელა. ამას მხარი დაუჭირა პრემიერმა კალასმაც, რომელიც სხვა საკითხებშიც გამოირჩევა ოპოზიციით მოსკოვის მიმართ.
რუსეთში ბოლო ორი წელია, აქტიურად, თუმცა დაუსწრებლად აპატიმრებენ კრემლის მოწინააღმდეგეებს. კალასთან ერთად, ძებნილთა ნუსხაში არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, უკრაინის მხარეს მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრები და სხვა პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.