ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა დრონებით შეუტია უკრაინის სუმის ოლქის ენერგოობიექტებს

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის სუმის ოლქზე. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო ენერგოობიექტები. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სუმის ოლქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ხარკოვის ოლქის ზოგიერთი რაიონიც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენა.
დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქს შეუტიეს 13 დრონით. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 დრონი გაანადგურეს.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმები 2024 წლის აპრილიდან გაააქტიურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.