ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა ოდესაზე

რუსეთმა დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა ოდესაზე

ოდესაში საჰაერო განგაში 3 ივლისს, ღამის ორი საათის შემდეგ გამოცხადდა.
ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, განსაკუთრებით ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსი. მისი ერთი სადარბაზოს სამი ზედა სართული დამწვარია. ჰოსპიტალიზებულია სამი დაშავებული.
ტრუხანოვის ცნობითვე, მაშველებმა გადაარჩინეს კორპუსის ზედა სართულებზე ბლოკირებული ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ოდესის მერის თანახმად, მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო იმდენად დაზიანებულია, რომ იქ ყოფნა სახიფათოა.
გასულ თვეში, ივნისში რუსეთის ჯარებმა ოდესაზე დრონებით რამდენიმე მასირებული შეტევა მიიტანეს. დაიღუპა 10-მდე ადამიანი და 50-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა სახლები, სამშობიარო სახლის შენობა, ოდესის კინოსტუდია და წმინდა სოფიას სახელობის ტაძარი.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.