ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „ზაპად 2025“ - დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „ზაპად 2025“ - დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „ზაპად-2025“ - დაიწყეს, რომელიც მოიცავს წვრთნებს ორივე ქვეყანაში, ასევე, ბალტიისა და ბარენცის ზღვებში.
„წვრთნების მიზანია მეთაურებისა და შტაბების უნარების გაუმჯობესება, ჯარების რეგიონული და კოალიციური ჯგუფების თანამშრომლობის დონისა და საველე მომზადების დონის ამაღლება“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
Reuters-ი წერს, რომ „ზაპად-2025“ - რუსეთისა და მისი ახლო მოკავშირის ძალის დემონსტრირება - რუსეთ-უკრაინის ომის განსაკუთრებით დაძაბულ მომენტში იმართება, პოლონეთის მიერ საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსული დრონების ჩამოგდებიდან ორი დღის შემდეგ.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ წვრთნები სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.