ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება, ქვეყნის მთლიანად არწაღება შემოგვთავაზა - ტრამპი

რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება, ქვეყნის მთლიანად არწაღება შემოგვთავაზა - ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება და ქვეყნის მთლიანად "არწაღება" შესთავაზა.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რეპორტიორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რას ითვალისწინებს რუსეთის მიერ შეთავაზებული ის დათმობა, რომელიც მხარეებს მშვიდობასთან მიიყვანს ახლოს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ომის დასრულებაა.
რეპორტიორი: რა არის რუსეთის მიერ ამ დროისთვის შეთავაზებული დათმობა, რომელიც მშვიდობასთან უფრო ახლოს მიგვიყვანს?
ტრამპი: ომის შეწყვეტა, მთლიანი ქვეყნის [არწაღება], ეს მართლაც დიდი დათმობაა.
ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში პარიზში უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრავალჯერ განუცხადებია, რომ კიევი ნახევარკუნძულს მოსკოვს არ გადასცემს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს ზელენსკის საპასუხოდ Truth Social-ზე დაწერა, რომ "ზელენსკის არავინ სთხოვს ყირიმის აღიარებას" და მისი განცხადებები "რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დამაზიანებელია".

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.