რუსეთმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ წუხელ ფეოდოსიაში უკრაინული მართვადი რაკეტებით საავიაციო იერიშის შედეგად დაზიანდა.
ამასთან, თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა ორი უკრაინული მოიერიშე Су-24, რომლებიც დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმას ცდილობდნენ.
ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა კი ასევე განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ფეოდოსიაში უკრაინული იერიშის შედეგად.
მანამდე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა უკრაინული ძალების მიერ რუსული სადესანტო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურება ოკუპირებულ ფეოდოსიაში.
· რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.
· მათ შორის ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი “მოსკვა”.
· ქალაქი ფეოდოსია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სევასტოპოლზე უკრაინის თავდასხმების სერიის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ზოგი ხომალდი ფეოდოსიის პორტში გადაიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ