რუსეთმა გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად შეუფარდა 6,5-წლიანი პატიმრობა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ქართველ პოლიტიკოსს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ გიორგი ბარამიძეს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ის დამნაშავედ იქნა ცნობილი „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობის“ მუხლით — რასაც რუსეთი იყენებს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელების წინააღმდეგ.
„სასამართლოში დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში ბარამიძე, როგორც დაქირავებული მებრძოლი, ჩავიდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს. სასწავლო ბაზების ტერიტორიაზე მან გაიარა სამხედრო მომზადება, რომელიც მოიცავდა საბრძოლო იარაღთან მოპყრობის უნარების შეძენას, სტრატეგიის, ტაქტიკისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების მეთოდების სწავლას, რაც აუცილებელი იყო შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის. ამის შემდეგ, 2022 წლის აპრილამდე, იგი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ“, — ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის მიერ ბარამიძეზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება