რუსეთმა გაერთიანებულ სამეფოში თავისი ელჩი გაიწვია და განაცხადა, რომ ბრიტანეთმა “საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედოს”.
ანდრეი კელინი, რომელიც ლონდონში მოსკოვის ელჩად შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, დიპლომატიური თანამდებობიდან 21 ივლისს წავიდა. მის შემცვლელად ახალი ელჩი ჯერ არ დაუნიშნავთ.
17 აგვისტოს რუსეთ ლონდონს “შედეგებით” დაემუქრა მას შემდეგ, რაც ბრიტანული წარმოების დრონები რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის განსახორციელებლად პირველად გამოიყენეს.
რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კელინმა “მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ლონდონთან კონტაქტებისა და კომუნიკაციის არხების შესანარჩუნებლად” და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობა რუსეთთან “დაპირისპირების გზას” ირჩევს.
“მან ბრიტანეთი იმ იმედით დატოვა, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება უფრო კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის აღდგენა, თუკი გაერთიანებული სამეფო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით საკუთარ პოლიტიკას გადახედავს” – განუცხადა მან The Times-ს.
წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლს საგარეო საქმეთა უწყებისთვის კელინის შემცვლელი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.




