რუსეთმა აფხაზური მიმოზების შეტანაზე აკრძალვა გააუქმა

2 მარტიდან განახლდა რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმოზების ექსპორტი.
„როსსელხოზნადზორმა“ (რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური) შეზღუდვა მოხსნა „აფხაზეთის მცენარეთა სახელმწიფო საკარანტინო ინსპექციის“ გარანტიით.
რუსეთში აფხაზური მიმოზების შეტანა 22 თებერვლიდან იყო აკრძალული, რუსული მხარე მცენარეში პარაზიტის არსებობას იმიზეზებდა.
სანქციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. „არჩევნებში“ მოსკოვის ფავორიტმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მოულოცა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.