ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე დრონებს ჩინური ძრავებით ამზადებს - Reuters

რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე დრონებს ჩინური ძრავებით ამზადებს - Reuters

Reuters ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს.
გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, გარპია-ეი1 რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
წყარო: ფორმულა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.