ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი უცხოური ღვინის წარმოების შემოწმებას იწყებს

რუსეთი აპირებს, უცხოეთიდან მიწოდებული ღვინის წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს და შეაფასოს. რუსული მედია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ Rosselkhoznadzor-ი ამ საკითხზე ქვეყნებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
"ამ დებულების განსახორციელებლად, Rosselkhoznadzor-ი დაინტერესებული ქვეყნების მეღვინეობის სფეროში დეპარტამენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმებაზე მუშაობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ“ კანონის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, გააკონტროლოს იმ პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ქვეყანაში უცხო სახელმწიფოებიდან შედის. Rosselkhoznadzor-ის სპეციალისტები გეგმავენ, მოინახულონ ადგილები, რათა აუდიტი ჩაატარონ და სასმელის წარმოების ტექნოლოგია შეაფასონ.
როგორც Rosselkhoznadzor-ში აცხადებენ, მემორანდუმის პროექტი 21 ქვეყანაში გაიგზავნა, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები სომხეთთან, მოლდოვასთან და სერბეთთან მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.