რუსეთი: უკრაინის ატომურ სადგურზე ხანძარი "სრულად ჩამქრალია"
სამხრეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი "სრულად ჩამქრალია" - აცხადებს მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი 12 აგვისტოს.
უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გაჩნდა სადგურის გამაგრილებელ კოშკში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხანძრის გაჩენაში რუსეთი დაადანაშაულა, რუსეთის ოფიციალური პირები კი - მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა - კიევს ბრალს სდებენ ელექტროსადგურის განადგურებისა და "ბირთვული ტერორის" გამოწვევის განზრახვაში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - რომელსაც ადგილზე წარმომადგენლები ჰყავს - აცხადებს, რომ ობიექტის უსაფრთხოების დარღვევის შესახებ ცნობები არ არის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.