რუსეთი: უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე იერიში 33 დრონით მიიტანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ოლქებს 33 უკრაინული დრონი დაესხა თავს.
"დღეს ღამით აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, მიეტანა ტერორისტული იერიში 33 დრონის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამიზნეებზე". - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გზა გადაუჭრეს დრონებს და გაანადგურეს ისინი შემდეგ ოლქებში: ბელგოროდი - 4 უპილოტო საფრენი აპარატი, ვორონეჟი - 4 უპილოტო საფრენი აპარატი, კურსკი - 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ბრიანსკი - 18 უპილოტო საფრენი აპარატი და კალუგა - 6 უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთან, მანამდე რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორმა უკრაინის მიერ დრონების იერიშის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.