სომხეთში ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით გეგმავს

„რუსეთის რკინიგზა“ ამჟამად რეგიონულ პარტნიორებთან ერთად მუშაობს რუსული ტვირთების სომხეთში ტრანზიტის ორგანიზებაზე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ТАСС-ზე დაყრდნობით იუწყება Armenpress.
„აზერბაიჯანულმა მხარემ დაგვიდასტურა შესაძლებლობა, რომ რუსეთის პროდუქცია სომხეთში აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით ტრანზიტით გადაიზიდოს. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს საინტერესო პროგრესი. ამჟამად „რუსეთის რკინიგზა“ რეგიონულ კოლეგებთან ერთად განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს ამ გადაზიდვების ორგანიზება,“ – თქვა ოვერჩუკმა.
მისივე თქმით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიეცა შესაბამისი დავალება, რათა დაიწყოს ახალი ლოგისტიკური მარშრუტის ათვისება.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ სრულად მოხსნა შეზღუდვები სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთმა უკვე განახორციელა ხორბლის ექსპორტი სომხეთში აზერბაიჯანის გავლით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!