რუსეთი საქართველოსა და აზერბაიჯანს ელექტროენერგიის მიწოდებას სთხოვს

ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის რუსულმა ოპერატორმა „ინტერრაომ“ საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა თხოვნით, ავარიული რეჟიმების შემთხვევაში რუსეთში ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა განიხილონ, - იუწყება რუსული სააგენტო ТАСС, კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრა პანინას განცხადებაზე დაყრდნობით.
„ორ ქვეყანას, აზერბაიჯანსა და საქართველოს მივმართეთ. ვთხოვეთ, მოწოდებების შესაძლებლობა განიხილონ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია“ - განაცხადა პანინამ, რომლის ინფორმაციით, საუბარია, კერძოდ, 300 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
რუსული ელექტროენერგიის ექსპორტმა ცხრა თვეში 5,5 მილიარდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2024 წელს რუსეთის ფედერაციაში ელექტროენერგიის მოხმარების 3,9%-ით ზრდას ელის.
ელექტროენერგიის დეფიციტი რუსეთში წლავანდელი ზაფხულის ანომალიური სიცხისა და როსტოვისა და ბურიატიის უმსხვილეს ჰესებზე მომხდარი მასშტაბური ავარიების ფონზე წარმოიშვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.