რუსეთი ოფიციალურ თბილისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის “საზღვრების” დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდებს

რუსეთი ოფიციალურ თბილისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის “საზღვრების” დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირკვევა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო დუსკუსიების 62-ე რაუნდზე ისაუბრა, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართა. რუსეთის საგარეო უწყების თქმით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან „შემრიგებლური” სიგნალები „პრაქტიკულ განზომილებაში” უნდა გადაითარგმნოს და საჭიროა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაიწყოს.
„რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ განზომილებაში გადათარგმნის, მათი კონკრეტულ ნაბიჯებად გამყარებისა და განვითარების მნიშვნელობას, რაც, მათ შორის, მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების თავის თავზე აღებას და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მათი შემდგომი დემარკაციით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა