პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი: კურსკის ნავთობბაზაზე უკრაინული იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა

კურსკის ნავთობის ბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რეგიონის ხელმძღვანელი რომან სტაროვოიტი ავრცელებს.
"უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად კურსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა". – წერს სტაროვოიტი.
სტაროვოიტის თქმით ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
9 თებერვალს დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
3 თებერვალს ვოლგოგრადის ოლქში უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ლუკოილის ნავთობის ბაზაზე მიიტანა იერიში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.