არქივი22 დეკემბერი, 2023, 06:10
რუსეთი კიევს დრონებით დაესხა თავს (ფოტოები)
21 დეკემბერის ღამეს რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინის დედაქალაქ კიევს. საქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოქმედებდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩო ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩავარდა ორ რაიონში - სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე გაჩნდა ხანძარი, საცხოვრებელი სახლი ასევე დაზიანა დარნიცკის რაიონში.
მერი ამბობს, რომ არცერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ ყოფილა. სოლომენსკის რაიონში ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს დახმარება ადგილზე გაეწია.



არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.