ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი ზამთრის დადგომამდე ფრთოსანი რაკეტების მარაგს აგროვებს | ბრიტანეთის დაზვერვა

ზამთრის სეზონის დაწყებამდე რუსეთი ფრთოსან რაკეტებს აგროვებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
„რუსეთი თითქმის ორი თვის განმავლობაში თავს იკავებს თავისი მოწინავე საჰაერო ხომალდის ფრთოსანი რაკეტების გაშვებისგან მძიმე ბომბდამშენებიდან, რაც, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს მას შექმნას ამ იარაღის მნიშვნელოვანი მარაგი“, - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
ამავდროულად, ბრიტანეთი ვარაუდობს რომ შარშანდელი ზამთრის მსგავსად, რუსეთი ამ რაკეტებს წელსაც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.