ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი და ირანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 17 იანვარს გააფორმებენ

რუსეთი და ირანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 17 იანვარს გააფორმებენ

რუსეთი და ირანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 17 იანვარს გააფორმებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„17 იანვარს ვლადიმერ პუტინი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებებს გამართავს. მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და მასუდ ფეზეშქიანი რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.