ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი: დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით დაღესტანში ჩატარდა სპეცოპერაცია, დაკავებულია 3 პირი.
ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა ქალაქ კასპიისკში ჩაატარეს. ძალოვანების თქმით დაკავებულები "ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ". ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, ტყვი-წამალი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
"მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის, ასევე არ არის დანაკარგი სპეცდანიშნულების რაზმის რიგებშიც". – წერია კომიტეტის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.