რუსეთი განაგრძობს თავდასხმას, იუწყებიან, რომ უკრაინის მხრიდან იერიშს 25 რუსი სამხედრო ემსხვერპლა

ს ძალებმა 22 ნოემბრის დილას უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ნიკოპოლს. თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი და ნგრევა – წერს რეგიონის გუბერნატორი სერჰი ლისაკი ტელეგრამით.
“ოკუპანტებმა მიზანში ამოიღეს ნიკოპოლის რეგიონი მძიმე არტილერიით, ოთხჯერ გასული ღამის შემდეგ”, – აღნიშნავს ლისაკი და დასძენს, რომ დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი. მისივე თქმით, თავდასხმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და 1200-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა 22 ნოემბერს აცხადებს, რომ ღამით რუსეთმა რამდენიმე რეგიონზე მიიტანა იერიში დრონებით, თუმცა ჩამოაგდეს ირანული წარმოების 14-ვე უპილოტო აპარატი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ოკუპირებული ს თავზე გაანადგურეს უკრაინის სამი დრონი და ოთხი საზღვაო დრონი.
პარალელურად, უკრაინის 128-ე სამთო ბრიგადა იუწყება, რომ აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში, თავს დაესხა შენობას, რომელშიც რუსეთის ძალები 19 ნოემბერს სარაკეტო ძალებისა და არტილერიის დღეს ზეიმობდნენ. ბრიგადის თანახმად, მოკლულია 25 რუსი სამხედრო. ამ განცხადების გადამოწმება ვერ ხერხდება.
Novaya Gazeta.Europe-ის და სოციალური ქსელების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაღუპულებს შორისაა რუსი რეჟისორი და მსახიობი პოლინა მენშიხი, რომელიც იქ სამხედროებისთვის კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული.

ასევე დაგაინტერესებთ