რუსეთი ახალი წლის ღამეს დრონებით დაესხა თავს უკრაინის რამდენიმე რეგიონს. არიან დაჭრილები და დაღუპული

1 იანვრის ღამეს რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული, 90 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი თავს დაესხა უკრაინის ტერიტორიას. მათგან მიზანს მიხვდა მხოლოდ 3 თვითმკვლელი დრონი, 87 მფრინავი ობიექტი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.
ოდესის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის, თქმით თვითმფრინავის ნამსხვრევების დაცემის გამო, 15 წლის მოზარდი დაიღუპა, კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს ჭრილობებითა და დამწვრობით, დაზიანდა სულ მცირე სამი საცხოვრებელი კორპუსი, სამი კერძო სახლი და სამეურნეო ობიექტი.
ლვოვში, დრონის თავდასხმის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა უკრაინის მეამბოხეთა არმიის ( უპა) ლიდერის, რომან შუხევიჩის მემორიალურ მუზეუმს. ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლვოვის მერ ანდრი სადოვის თანახმად მუზეუმი მთლიანად დაიწვა.
ქალაქ დნეპრში დრონის დაჯახების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ საწარმოს, დაზიანდა ელექტროგადამცემ ხაზი, რის გამოც 1500 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ