ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის თავდასხმის სამიზნე იყო ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო

13 მარტს, დილით, რუსეთის რამდენიმე რეგიონი გახდა უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის სამიზნე - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა რეგიონული ოფიციალური პირები რიაზანიდან Rosneft-ის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან. 12 მარტს კი დრონმა მნიშვნელოვნად დააზიანა Lukoil-ის გადამამუშავებელი საწარმო.
სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო სისტემამ ექვსი რეგიონის თავზე ჩამოაგდო უკრაინის დრონები - 35 ვორონეჟში, 25 ბელგოროდში, რვა-რვა ბრიანსკსა და კურსკში, ერთი ლენინგრადში და ერთი რიაზანის რეგიონში.
მოსკოვიდან 180-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე რიაზანის რეგიონის გუბერნატორის, პაველ მალკოვის თქმით, დრონით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა Rosneft-ის საწარმოს.
წყარომ უკრაინის უშიშროების სამსახურიდან სააგენტო "როიტერსს" უთხრა, რომ რუსეთში ნავთობის გადამამუშავებელი სამი საწარმო - რიაზანში, კსტოვოსა და კირიშიში - გახდა უკრაინის დრონების სამიზნე, იმ ფონზე, როცა უკრაინა ცდილობს მაქსიმალური ზარალი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას.
პარალელურად, რუსეთის ბომბებს და დრონებს 13 მარტს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პირი დაიჭრა დონეცკისა და სუმის რეგიონებში - იუწყებიან უკრაინის ოფიციალური პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.