რუსეთი აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღსადგენად რესტავრატორებს გაგზავნის

რუსეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნონ რესტავრატორები, რათა სოხუმში, “ეროვნულ სამხატვრო გალერეაში” გაჩენილი ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღდგენაზე იმუშაონ.
ამის შესახებ საუბარია რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას ტელეგრამ-არხზე. ლიუბიმოვამ ხანძარს აფხაზეთისთვის “ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა” უწოდა.
გალერეაში ხანძარი 21 იანვრის გამთენიისას გაჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრის, დიმარა სმირის თქმით, 4 000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150 გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება