არაერთხელ ჩარეულა არჩევნებში… მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი – სახელმწიფო დეპარტამენტი

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, არაერთხელ, პირდაპირ ჩარეულა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.
22 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ფაქტებს “ყოველთვის ყურადღებით აკვირდება”.
“ჩვენ გვინახავს რუსეთის მხრიდან არაერთი, არამხოლოდ მცდელობა, არამედ მისი პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამ ყველაფერს ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, რომ მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო გაიმართება. პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე სამი გაერთიანებაა, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გოგი გვახარია: გაყიდული კინოთეატრები, ძველი კინოსტუდიის შენობა, გაძარცვული “ქართული ფილმი”… საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ არ ისურვა გამოძიება, რადგანაც ამ საზიზღარ საქმეში “ავტორიტეტი ხალხი” იყო გარეული

ირაკლი კუპრაძე – ოპოზიციას შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, თუმცა „ლელოს“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება, ივანიშვილი უძლეველი არ არის – თუ ამკრძალავენ, სხვა პოლიტიკოსს დავუჭერ მხარს, დავრჩები რიგით აქტივისტად