ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“რუსეთის 40 ქარხანა, რომელიც უკრაინის სამიზნეა – რუსეთს ამ მიმართულებით ელის კატასტროფა” – ვანო ნადირაძე

40 ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა რომელიც დღეს უკრაინის სამიზნეა რუსეთის ტერიტორიაზე. ეს რაც ხდება, ესაა ჯერჯერობით მოთელვა, დაზვერვა ასე ვთქვათ. სწორი სტრატეგია აქვს უკრაინას არჩეული ,ვინაიდან ძირითადი არტერია რუსეთის არმიის მომარაგების ესაა ნავთობ პროდუქტების წარმოება, ის შედეგი ამ წუთისთვის რაც გვაქვს რუსეთის ეკონომიკას უკვე ეტყობა. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ეს შეტევები ძირითადად ხდება ჯერჯერობით უკრაინული წარმოების დრონებით, რომელსაც ვერ უმკლავდება რუსული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები მათ შორის ს-400 ” ტრიუმფი” , ამ ყველა შეტევას ახორციელებს სბუ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური . ზაფხულისთვის კიდევ უფრო დახვეწილი იქნება შეტევები, მითუმეტეს რომ უკვე გვექნება, კიდევ უფრო განვითარებული და შორს მფრინავი დრონები. დღეს დღეობით უკვე დაფრინავენ ჩვენი დრონები 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე. ასე რომ რუსეთს ამ მიმართულებით ელის კატასტროფა, ისევე როგორც შავ ზღვაზე განიცადა მარცხი , უკრაინული საზღვაო დრონებისგან. დიდება ჩვენ სამშობლოს საქართველოს, დიდება უკრაინას

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.