პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის დოკუმენტები გაავრცელეს

რუსეთის ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის დოკუმენტები გაავრცელეს

რუსმა ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის შიდა დოკუმენტები გაავრცელეს, მათ შორის, მათი თანამშრომლების პირადი მონაცემები და კიბერუსაფრთხოების ინსტრუქციები, იტყობინება The Daily- Mail-ი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტს იძიებენ.

გამოცემის ცნობით, Lynx ჯგუფის ჰაკერებმა თავს დაესხნენ Dodd Group-ს, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორს, რომელიც სამხედრო ობიექტების მშენებლობასა და მომსახურებაშია ჩართული.
მოპარულ დოკუმენტებს შორის ასევე იყო მეორე კონტრაქტორის, სამშენებლო კომპანია Kier-ის მასალები.
ჰაკერებმა გამოსასყიდი მოითხოვეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების მუქარით და მოპარული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა დაიწყეს.

გაჟონილი დოკუმენტები მოიცავს სამეფო საჰაერო ძალების ბაზების გეგმებს, სადაც ბირთვული იარაღი და აშშ-ის F-35 გამანადგურებლებია განთავსებული, ძირითადი დრონების ბაზას, საიდუმლო რადარის სადგურს, საზღვაო ბაზებს და სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას სამხრეთ ბრიტანეთში.

ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.