რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტებს დაარტყეს ოდესისა და პოლტავის ოლქებში

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტებს დაარტყეს ოდესის და პოლტავის ოლქებში. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება იმ მკაცრი გრაფიკითაც კი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული დანადგარების სწრაფად აღსადგენად.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 11 დეკემბერს, დღისით გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული შეტევისას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 3 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და 151 უპილოტო საფრენი აპარატი. დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონი და ოდესის ოლქი.
სარდლობის თანახმად, დილის ათი საათისთვის დადასტურებული იყო 83 დრონისა და 2 რაკეტის მოგერიება და 69 დრონითა და 1 რაკეტით პირდაპირი დარტმა 34 ადგილზე.
ოდესის და პოლტავის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციებს არ გაუვრცელებიათ ცნობები დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”