რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს, არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, ქალაქ ზაპოროჟიეში ნაწილობრივ დანგრეულია საერთო საცხოვრებლის შენობა. დღის 12 საათის მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი. მისი ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს. დაშავებულია 17, მათ შორის ორი წლის გოგო.
სახლები დაზიანდა კიევის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში ერთი ადამიანი დაიჭრა.
რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. რამდენიმე რაიონში დაზიანებულია თბოელექტროსადგურები. უკრაინის რეგიონებს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. შეფერხებულია წყლით მომარაგებაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“