რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს - კაია კალასი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებით, იმპორტსა და ექსპორტზე ახალი აკრძალვების შემოღებით და პუტინის „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციების დაწესებით, ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანის „ფარულ კარს“ ვხურავთ. კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს“, - წერს კაია კალასი.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კრემლზე ზეწოლის გაგრძელებისთვის მზად არის.
„სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები. ევროკავშირი პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდების მიზანში ამოღებით სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს და იმპორტსა და ექსპორტზე ახალ აკრძალვებს აწესებს“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ.
ipn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.