რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა

საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულები არიან, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე ქვეყნებს ძირს უთხრის, სანქციები დააწესოს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, ევროკავშირი სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს, როგორიცაა: საარჩევნო პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შელახვა, ეკონომიკური საქმიანობის, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სერვისების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიების მოწყობა, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიის გამოყენება, წინასწარგანზრახული კიბერ აქტივობები, მიგრანტების იარაღად გამოყენება და სხვა.
“ახალი მექანიზმის მიხედვით, სანქცირებული პირები აქტივების გაყინვას დაექვემდებარებიან და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის თანხების გამოყოფა აეკრძალებათ. ამასთან, ფიზიკურ პირებს შეიძლება მოგზაურობა აეკრძალოთ, რაც მათ ევროკავშირში შესვლასა და გადაადგილებას ხელს შეუშლის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო