რუსეთის წარმატების შანსები მცირდება – სირსკიმ ფრონტის ყველაზე ცხელი მონაკვეთების შესახებ ისაუბრა

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას თავდაცვის ძალების პოზიციებზე კუპიანსკის, პოკროვსკის, კურახოვესა და ვრემივკას მიმართულებებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, წერს უკრაინული მედია.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მტერი ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა ინტენსივობის აქტიურ შეტევით მოქმედებებს, ცდილობს, უკრაინელი დამცველების თავდაცვა გაარღვიოს და დაიპყროს მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ან დასახლებული პუნქტები, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს.

„მტერი თავის ძირითად ძალისხმევას პოკროვსკის მიმართულებით უყრის თავს, სადაც მისი დამრტყმელი ბრიგადებისა და პოლკების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. სასტიკი ბრძოლები გრძელდება გლუბოკოეს, ჩასოვ იარის, სტარომაიორსკოეს, რობოტინოს, კრინოკისა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კუნძულების ნაწილში“, – განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი აცნობიერებს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის, მათ შორის F-16 ავიაგამანადგურებლების, ეტაპობრივი მიღების შედეგად დრო უკრაინის სასარგებლოდ ითამაშებს, ხოლო რუსეთის წარმატების შანსები შემცირდება.

„აქედან გამომდინარე, რუსეთის სამხედრო მეთაურობა ახლა ყველა ღონეს ხმარობს, რათა გაზარდოს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა და გეოგრაფიული არეალი, რათა მაქსიმალურად დაღალოს ჩვენი ჯარები, შეაფერხოს რეზერვების მომზადება და თავიდან აიცილოს აქტიურ შეტევაზე გადასვლა“, – დასძინა სირსკიმ.

მთავარსარდლის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სიმტკიცის, სიმამაცისა და პატრიოტიზმის დემონსტრირებას ფრონტის მთელ ხაზზე. მაგალითად, მისივე თქმით, წინა დღეს ერთმა უკრაინელმა სამხედრომ დონეცკის ოლქში ერთდროულად ოთხი ოკუპანტი შეიპყრო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო