ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის შს აფხაზეთში პოლიციელების ხელფასებს ამოწმებს

რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც შეამოწმებს, თუ როგორ ხდება რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე აფხაზი პოლიციელებისთვის ხელფასების და პენსიების დარიგება. ინფორმაციას amralife ავრცელებს.

2020 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ე.წ. შს თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის შესახებ. ამისთვის 620 მლნ რუბლი (18 მლნ ლარი) დაიხარჯა და უდიდესი ნაწილი რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღიარა, რომ დაბალი ხელფასის გამო აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროში კადრების დეფიციტია და ზოგიერთი განყოფილება 50%-ით არის დაკომპლექტებული.

პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შეთანხმებას რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმაც მოაწერეს ხელი. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ეს ფული ცხინვალში პოლიციელებამდე აღწევს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.