არქივი25 თებერვალი, 2024, 09:55
რუსეთის შორეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგის რეგიონების ძნელად მისადგომ და შორეულ რაიონებში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას TASS-ი რეგიონულ საარჩევნო კომისიებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში ხმის მიცემას დაახლოებით 70 000 ადამიანი შეძლებს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა 15-დან 17 მარტამდეა დაგეგმილი. ეს იქნება პირველი სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ფედერაციის ისტორიაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.